საქართველოს საგარეო უწყება ისრაელში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 26 აპრილს ნაჰალ ცაფიტში, მკვდარი ზღვის სამხრეთით მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელმაც 10 ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა. „საქართველო ამ მძიმე წუთებში თანადგომას უცხადებს ისრაელის ხალხს, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები