მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში თამაზ ჯოლოგუამ ლექცია-საუბარი „თანამედროვე ჟურნალისტიკის საკითხები“ ჩაატარა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აუდიო-ვიზუალური მიმართულების მედიასტუდია „დროს“ წევრებს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის დეპარტამენტის პროფესორმა, თამაზ ჯოლოგუამ ლექცია-საუბარი თემაზე „თანამედროვე ჟურნალისტიკის საკითხები“  ჩაუტარა.

სტუმარმა თანამედროვე მედიასივრცის პრობლემებზე, გამოწვევებზე, მასმედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის საკითხებზე, ასევე საზოგადოების გავლენაზე  ისაუბრა. ლექციის მიზანია მოზარდებს  ცოდნა გაუღრმავოს და კარიერის დაგეგმვის დროს გადაწყვეტილების მიღება გაუადვილოს.

ცნობისთვის, მედიასტუდია „დროს“ ხელმძღვანელი თინა გაბუნიაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები