ხურვალეთის სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ობიექტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩხეიძე და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, არჩილ ბუკია იმყოფებოდნენ.

პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს მელიორაცია ახორციელებს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხურვალეთის სატუმბ სადგურს, შეიცვალა სადგურის ტრანსფორმატორი, მოწესრიგდა ელექტრომექანიკური მოწყობილობები,  გამოიცვალა  სადაწნეო მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები.

ხურვალეთის სატუმბი სადგურის აღდგენამ ნადარბაზევის წყალსაცავი 900 ათასი მ³ წყლით უკვე შეავსო, სარწყავი სეზონის დაწყებისთვის წყალსაცავს კიდევ 700 ათასი მ³ სარწყავი წყალი დაემატება.

უკვე განხორციელებული პირველი ეტაპის სამუშაოების შედეგად, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების 600 ჰექტარი სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად განხორციელების შემდეგ, წყალუზრუნველყოფილი ფართობი 1500-მდე გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები