საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აშშ-ში, საქართველოს საელჩო, სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს

“აშშ-ში საქართველოს საელჩომ ქვეყნის დემოკრატიული რესპუბლიკის მე-100 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა დაიწყო”,-ამის შესახებ ინფორმაციას დიპლომატიური წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც საქართველოს სუვერენიტეტი აღიარა.

„2018 წელს საქართველოში აღინიშნება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მე-100 წლისთავს. ზუსტად ერთი საუკუნის წინ საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შექმნა პერსპექტიული დემოკრატიის პირველი ინსტიტუტები. ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა საქართველოს სუვერენიტეტი, და მთელი საუკუნის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა მას მხარს, რისთვისაც ჩვენ გამოვხატავთ უდიდეს მადლიერებას. საელჩომ უკვე დაიწყო მე-100 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა“,- ნათქვამია აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები