გიორგი მარგველაშვილი დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ბრწყინვალე მთარგმნელისა და გერმანისტის დალი ფანჯიკიძის გარდაცვალების გამო.

უდიდესია მისი წვლილი ევროპული კულტურის, გერმანული ლიტერატურის პოპულარიზაციისა და ქართველი ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში.
ამ უმძიმეს წუთებში თანადგომას ვუცხადებ მის შვილებს, ოჯახს და ვუსამძიმრებ მის ახლობლებს“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები