კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს GUDA TV-ს და „ნტვ+”-ს ავტორიზაცია შეუჩერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე შპს GUDA TV-სთვის და ნტვ+-ისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე იმსჯელა.

მას შემდეგ რაც კომისიამ სამ კომპანიას – შპს GUDA TV, ნტვ+ და შპს Voxbone-ს საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მონაცემების წარმოდგენა მოთხოვა, სამივე კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას წერილით მიმართა.

შპს GUDA TV-მ კომისიას ავტორიზაციის გაუქმების თხოვნით მიმართა, შპს ნტვ+-მა კი ავტორიზაციის შეჩერების. რაც შეეხება შპს Voxbone-ს კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას შუამდგომლობით მიმართა და მისი საკითხის განხილვის ერთი კვირით გადადება ითხოვა. კომისია შპს Voxbone-ის თემაზე ერთ კვირაში იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები