სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაზე იმსჯელეს

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებისა და დაგეგმვის შესახებ მსჯელობდნენ.

კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საკომუნიკაციო სტრატეგიის საჭიროებისა და შესაძლებლობების შესახებ. ისაუბრეს სტრატეგიული დაგეგმვის ინსტრუმენტებისა და კომპონენტების შესახებ. გააანალიზეს არსებული მდგომარეობა და რესურსები. შეხვედრაზე დაიგეგმა კომიტეტის სტრატეგიული მიზნები და მათი მიღწევისთვის საჭირო ტაქტიკური ამოცანები.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი იქნება.

„მე ვთვლი, რომ იმ სამუშაოებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენი კომიტეტი აწარმოებს, ბუნებრივადაც გაჩნდა იმის აუცილებლობა, რომ მოხდეს სწორი კომუნიკაცია, დაგეგმვა და ჩვენი საქმიანობის საზოგადოებისთვის გაცნობა.

ჩვენ საკანონმდებლო ორგანოებში ჩვენი მოქალაქეების მიერ ვართ არჩეული  და შესაბამისად პირდაპირ ვართ დაკავშირებული მათთან. ამიტომ ის ღონისძიებები, რომლებსაც კონკრეტულად ამ შემთხვევაში ჩვენი კომიტეტი გეგმავს, რა თქმა უნდა, მიმართულია ჩვენი მოქალაქეების, ახალგაზრდების, ქვეყნის ჯანსაღი მომავლისკენ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია, ის მთავარი მესიჯები, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ მკაფიოდ უნდა იყოს მიტანილი საზოგადოებამდე. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი დღევანდელი შეხვედრა”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დღევანდელი სამუშაო შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID)  და  PR აკადემიის მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები