სოფელ კობალთაში ხანძარი ლოკალიზებულია

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ კობალთაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „კვირას“ განუცხადეს, ხანძრის შედეგად ძირითადად ბალახი დაიწვა, თუმცა ცეცხლმა მწვანე ნარგავებიც დააზიანა.
საერთო ჯამში ხანძრის შედეგად, 3 ათასამდე კვადრატული მეტრი ფართობი განადგურდა. ამ ეტაპზე, ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობს. ცეცხლს 25 მეხანძრე ებრძვის. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები