ზესტაფონში საგაზაფხულო ხვნის სამუშაოები მიმდინარეობს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა საგაზაფხულო ხვნის სამუშაოებს ახორციელებს. დღეის მდგომარეობით, ზესტაფონის სერვისცენტრში მობილიზებული ტექნიკით, უკვე დამუშავებულია 550 ჰექტარი მიწის ფართობი.

სამუშაოები აქტიურად გრძელდება სოფელ პირველ სვირში, სადაც შპს „მექანიზატორის“ 1 ერთეული ტრაქტორით 2 ჰექტარი მიწის ფართობი მუშავდება.

საგაზაფხულო ხვნების სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ ზესტაფონის  სერვისცენტრში 52  ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში.

შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები