გზების დეპარტამენტი: კომპანია „აკორდი“ გზების დეპარტამენტის ტენდერებში გამარჯვებულად არ გამოცხადებულა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი კომპანია „აკორდთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „25 აპრილს, კომპანიამ „აკორდი“ მედიაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 59.5 მილიონის ღირებულების 2 კონტრაქტში გაიმარჯვა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
სამტრედია-გრიგოლეთის 11 კმ-იანი გზის მშენებლობისა და მოლითი-ჩუმათელეთის 26 კმ-იანი გზის რეკონსტრუქციის სატენდერო პროცედურები არ დასრულებულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტენდერში მონაწილე კომპანიების შერჩევა-შეფასება, შესაბამისად, გამარჯვებული კომპანია ჯერ არ გამოვლენილა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს ტენდერში მონაწილე ყველა კომპანიას, დაიცვან ტენდერის ჩატარების წესები და პრინციპები და თავი შეიკავონ მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები