ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარმა მუშაობა დაასრულა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე სემინარმა მუშაობა დაასრულა. სამი დღის განმავლობაში, დელეგატები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და რეფორმების დღის წესრიგზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე, ასევე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობდნენ.

სემინარის ბოლო სასესიო დღე რეგიონალური საკითხებისა და გეოპოლიტიკური ასპექტების განხილვას დაეთმო. სესიის ფარგლებში გამართულ ორ პანელს მოდერირება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ და კონფლიქტებისა და სახელმწიფო მშენებლობის ლონდონის საინფორმაციო ქსელის (LINKS) აღმასრულებელმა დირექტორი, დენის სამუტმა გაუწიეს. სესიაში მონაწილეობა კი სომხეთის თავდაცვის კვლევითი უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ბენიამინ პოღოსიანმა, საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის ევროპული პროგრამის მკვლევარმა, ზაურ შირიევმა, ექსტერის უნივერსიტეტის უფროსმა ლექტორმა, დევიდ ლუისმა და ევროპული უსაფრთხოების სწავლების ცენტრის (EUCAM, CESS)კოორდინატორმა, იოს ბონსტრამ მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები