პარლამენტში, პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერი და მთავრობის წევრები დაესწრებიან

2 მაისს, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრებიან, – ამის შესახებ „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

„ისევე, როგორც გასულ წლებში, პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებიან“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ანგარიშით 2 მაისს წარსდგება.

რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატს და იქნება თუ არა დებატები, ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები