გამარტივებული საქმისწარმოების სერვისით 10 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა

აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2018 წლის 3 თვის ანგარიშს აქვეყნებს.

  • 2018 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 11 964 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ, საიდანაც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 197 აპლიკანტს უარი ეთქვა წარმოებაზე.
  • გამარტივებული საქმისწარმოების ქეის-მენეჯერებმა, 2018 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, წარმოებაში მიიღეს 10 080 აპლიკაცია, ხოლო 3 თვის განმავლობაში დაასრულეს 6 022;
  • 3 თვის განმავლობაში დასრულებული საქმეებიდან, ნებაყოფლობით გადახდის 10 დღის ვადაში გადახდა განხორციელდა 56 საქმეზე, ხოლო  დამტკიცდა მორიგება   – 898 შემთხვევაში.

აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მზარდია და შესაბამისად, 2018 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში შემოსულ აპლიკაციათა რაოდენობა გაცილებით მეტია წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სერვისზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე, გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად, იზრდება მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეები.

გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, თითოეული საქმე გადაეცემა გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის ქეის-მენეჯერს.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები