ცნობილი მთარგმნელი დალი ფანჯიკიძე გარდაიცვალა

81 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მთარგმნელი დალი ფანჯიკიძე გარდაიცვალა.
დალი ფანჯიკიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ იყო უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრის მასწავლებელი, 1993 წლიდან – პროფესორი და კათედრის გამგე.
დალი ფანჯიკიძემ თარგმნა თომას მანის „ბუდენბროკები“ და „ჯადოსნური მთა“, უ. პლეცდორფის „ახალგაზრდა ვ.–ს ვნებანი“, გოეთეს „პოეზია და სინამდვილე“; ჰერმან ჰესეს „ფიქრი და განსჯა“, გრიგოლ რობაქიძის ესე „ადოლფ ჰიტლერი უცხოელი მწერლის თვალით“ და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები