“ქალაქში მოსაწესრიგებელია პარკინგების სისტემა, ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას”

ქალაქში მოსაწესრიგებელია პარკინგების სისტემა. ასაშენებელია როგორც მიწისზედა, ასევე, მიწისქვეშა პარკინგები და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება.

„ქალაქში მოსაწესრიგებელია პარკინგების სისტემა. ასაშენებელია როგორც მიწისზედა, ასევე, მიწისქვეშა პარკინგები და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. კვლევა არის ჩატარებული და შერჩეულია 10 კონკრეტული ლოკაცია ქალაქში, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა პარკინგის პროექტის განხორციელება და დღეს გამოგვაქვს სამი ლოკაცია. საუბარი ეხება გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებს. ჯამში სამივე ტერიტორიაზე 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი. ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება. გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს, ხოლო მიწის ნაკვეთი გამარჯვებულს 1 ლარად გადაეცემა. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, რომ ჩვენ შევძლოთ იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ამ მიმართულებით ქალაქს დღეს აწუხებს. მზად ვართ, ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით შევქმნათ საჭირო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები