თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, IIIა, V, VII მიკრორაიონების, წყაროთუბნის, ფორე მოსულიშვილის, ანგია ბოჭორიშვილის, ვლადიმერ ნანეიშვილის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარდენის, ბელინსკის, ჭოველიძის, კერესელიძის, გუნიას, გოგებაშვილის, ჯანაშიას, ბარნოვის, თარხნიშვილის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, ერეკლე ტატიშვილის, ზანდუკელის, ყაზბეგის, მილორავას, ნათია ბაშალეიშვილის, გუდაურის, თერგის, პეტრიაშვილის, შანიძის და გალის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩეჩელაშვილის, ართვინის, ლარეხის, მნათობის, მამარდაშვილის, ნორიოს, საქარის, მიჩურინის, ქინქლაძის, როსტოვის, ყირიმის, კიკვიძის და თეთნულდის ქუჩების მცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაქოსა და წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის და ტეტელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დადიანის, გვაზაურის, ღრმაღელეს, კოკინაკის, ზედაზენის, ჯავის, რიონჰესის, სააკაძის, მექანიზაციის, იმერეთის, ცისარტყელას, ბენდელიანის, ტრაქტორის, ქუთათელაძის, ჭიჭინაძის და ხრესილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარდის მოედნის, ავლაბრის მოედნის, ალადაშვილის, ხივინის, ერევნის, ერისთავის და დმანისის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება,“- ნათქვამია კომპანია „თელასის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები