გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

0

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ გოდერძის უღელტეხილი, დიდთოვლობის გამო გვიან შემოდგომაზე იკეტება და გაზაფხულზე იხსნება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურებმა, მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყეს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც, ამ დროისთვის გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი