საერთაშორისო ექსპერტებმა ტყიბულის შახტის მონიტორინგი დაიწყეს

უკრაინელმა ექსპერტებმა ტყიბულის შახტის მონიტორინგი დაიწყეს.
ისინი ადგილზე ვითარებას ორი დღის განმავლობაში გაეცნობიან. სპეციალისტები მეშახტეებსა და “საქნახშირის” წარმომადგენლებს გაესაუბრებიან.
ექსპერტები ტყიბულის შახტში განვითარებულ მოვლენებს შეისწავლიან, გაეცნობიან შემთხვევის ადგილს და ამის შემდეგ დასკვნას დადებენ.
უკრაინელი ექსპერტების ჩამოყვანა საქართველოს პროფკავშირების ინიციატივით მოხდა.
შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, გვირაბი ჩამოიშალა, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები