ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღება იწყება

სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებას იწყებს.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებას.
გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი – ზოგადი უნარ-ჩვევები, 3 მაისი, 2018 წ.
II ეტაპი – პროფესიული ტესტი, გამოცდა ჩაინიშნება არაუგვიანეს 2018 წლის 17 მაისისა (ინფორმაცია მეორე ეტაპის თარიღის შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ გამოცდის ჩანიშვნამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღით ადრე)
გამოცდის ჩაბარების მსურველებმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ასლი;
CV;
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ფერადი ფოტოსურათი 3/4-ზე;
გამოცდაში მონაწილეობისათვის კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 150 ლარის ოდენობით (იხ. საბანკო რეკვიზიტები)
საბუთების მიღება წარმოებს 2018 წლის 27 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trainingcenter@tcj.gov.ge
საკონტაქტო პირი – ქეთევან ზვიადაძე, ტესტირების კოორდინაციის სამსახურის უფროსი,
kzviadadze@tcj.gov.ge 294 22 65
იხილეთ საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები:
„ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №98 ბრძანება;
“ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესის, საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებისა და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №68 ბრძანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები