ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 12-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

შეგახსნებეთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო მიმდინარე წლის 5 მარტიდან აკრძალული იყო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იყო სოფელ ორბელზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები