როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +16, +21 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 25 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 26 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისში 25 აპრილს ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 24 – 25 აპრილს +19, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 26 აპრილს +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები