პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

თურქეთის ქალაქ ანტალიაში პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება (IBSA JUDO WORLD CUP) ქართველი ძიუდოისტის, ზვიად გოგოჭურის გამარჯვებით დასრულდა.

ტურნირი, რომელიც 19-დან 24 აპრილის ჩათვლით გაიმართა, საქართველოს უსინათლოთა ძიუდოს ნაკრების წევრებმა – გიორგი გამჯაშვილმა (66კგ), ბაჩუკი შელიამ (73კგ), გიორგი ბერიძემ (81კგ), ზვიად გოგოჭურმა (100 კგ) იასპარეზეს.

ქართველმა პარალიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში ბრიტანელი ძიუდოისტი, 2012 წლის ლონდონის პარალიმპიური თამაშების ვერცხლის და 2008 წლის პეკინის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი სემ ინგრემი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

საქართველოს პარაძიუდოს დელეგაცია სამშობლოში დღეს, 23:00 საათზე დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები