„ვარდების მოედანზე“ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის, მობილური ავტომატური სადგური დამონტაჟდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად „ვარდების მოედანზე“ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის, მობილური ავტომატური სადგურის სამუშაო პროესს გაეცნო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგური ამოქმედდა.
მობილური სადგურის საშუალებით, შესაძლებელია ჰაერის ხარისხის განსაზღვრა დედაქალაქის სხვადასხვა წერტილებსა და საქართველოს რეგიონებში. ავტომატური სადგური “ვარდების მოედანზე“ განთავსდა სადაც 24 საათის განმავლობაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი განხორციელდა.
მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები განისაზღვრება (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი). მიღებული შედეგების შეფასება საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება.
ახალი მობილური სადგურით შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში ჰაერის დაბინძურების ხარისხი განსაზღვრა და დაბინძურების გამომწვევი მიზეზების დადგენა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სტაციონალური ავტომატური სადგურების დამონტაჟება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
სადგურები დამონტაჟდა თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, ხოლო მიმდინარე წელს ავტომატური სადგურის ქალაქ რუსთავში დამონტაჟდება.
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური სადგური მომავლი კვირიდან რეგიონებს მოიცავ შემდეგი ქალაქები იქნება თელავი და გორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები