თემურ მურღულია: ცვლილებები უზრუნველყოფს, როგორც სკოლებში ბავშვის უფლებების უკეთ დაცვას, ასევე კონტროლის გაუმჯობესებას

„კანონში დაგეგმილი ცვლილებები უზრუნველყოფს, როგორც საჯარო სკოლებში ბავშვის უფლებების უკეთ დაცვას, ასევე კონტროლის გაუმჯობესებას“, – ამის შესახებ ჟუნალისტებს განათლების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა, განათლების სამინისტრო მიზანსწრაფულად მუშაობს, რათა საჯარო სკოლებში იყოს უსაფრთხოების მაღალი ნორმები.
როგორც მურღულიამ განმარტა, იგი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებს წარუდგენს, რომლის მიზანს მანდატურის სამსახურის რეფორმირება წარმოადგენს.
„კანონში დაგეგმილი ცვლილებები უზრუნველყოფს, როგორც ბავშვის უფლებების უკეთ დაცვას, ასევე კონტროლის გაუმჯობესებას. იზღუდება ჩხრეკის უფლება და მანდატურს მიეცემა ზედაპირული დათვალიერების უფლება. ამასთან, მოწესრიგდება თავად მანდატურების მუშაობა – ისინი სპეციალურ ტრენინგს გაივლიან და ექნებათ საშუალება უფრო სწორად და ადეკვატურად მოაგვარონ ბავშვის საჭიროებები. ასევე სკოლები აღიჭურვება ვიდეოგადაღების სისტემით, რომელზეც კონტროლი მანდატურებს ექნებათ. ეს შესაძლებობას მისცემს მათ სკოლაში მიმდინარე პროცესზე მიიღონ ინფორმაცია“, – განაცხადა პროექტზე საუბრისას თემურ მურღულიამ.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შს სამინისტროსთან ერთად მოამზადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები