ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მორიგი აქცია გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების  მორიგი აქცია გაიმართა. მერიისა და კომუნალური სამსახურის თანამშრომლებმა, „დედამიწის დღესთან“ დაკავშირებით,  სოფელ ჭაპალის ჭალა და მამხუტისაკენ მიმავალი გზისპირები ნარჩენებისაგან გაწმინდეს. წლის განმავლობაში ბოლნისში არაერთი მასშტაბური აქცია იმართება, რომელიც მუნიციპალიტეტში არსებული გარემოს გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული.

საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე უერთდება, რომლებიც  სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.

აღნიშნული კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, ასევე, მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.

„დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომუნალური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, კიდევ ერთი დასუფთავების აქცია გავმართეთ, ნარჩენებისაგან გაიწმინდა სოფელ ჭაპალის ჭალა და მამხუტისაკენ მიმავალიგზისპირები. ჩვენ წინასწარ შედგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით  წლის განმავლობაში ვასუფთავებთ არაერთ ლოკაციას.  სასურველი იქნება მსგავს აქციებში რიგითი მოქალაქეების ჩართულობაც, ვინაიდან სუფთა მუნიციპალიტეტი თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა და მსგავსი ღონისძიებები ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები