ბათუმის ესტაკადის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა

ბათუმის ესტაკადის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა-უშუალოდ ესტაკადის ხიდის მოწყობის (ბეტონირების) სამუშაოები დაიწყო.
ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი პარალელურად ორი მიმართულებით ხორციელდება: 1. უშუალოდ ესტაკადის(ხიდის) მშენებლობა. 2. ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზის მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე პირველ მოადგილესთან დავით მაკარაძესთან ერთად გაეცნო. პროექტის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მინისტრს პროექტის მენეჯერმა ნიკოლოზ გაბადაძემ, არქიტექტორებთან ერთად გააცნო.
ამ დროისთვის ესტაკადის საძირკვლის მოწყობის და უშუალოდ ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ, ბურჯების არმირება დასრულებულია და ბეტონირების სამუშაოები ხორციელდება. ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესში დაახლოებოთ 60 ადამიანია დასაქმებული, პროექტის მიმდინარეობის პროცესში ეს რაოდენობა 80-მდე გაიზრდება.
პარალელურად, პროექტის მიხედვით, დასკვნით ეტაზეა ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზა, ჯამში 1 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც მაისში დასრულდება.
ბათუმის ესტაკადის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია სამუშაოების დამთავრებას მიმდინარე წლის ივნისში გეგმავს.
ბათუმის ესტაკადის პროექტის ბიუჯეტი – 15 297 410 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები