ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლის უფროსკლასელთათვის შემეცნებითი ტური მოეწყო

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლის უფროსკლასელები სტუმრობდნენ.
ტურის ფარგლებში, უფროსკლასელებმა მოინახულეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში განთავსებული ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, სადაც ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.
ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ის სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში. ასევე, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი), მოისმინეს ჰესის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს.
ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს განაპირობებს, ამიტომ ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები