ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა იორდანიის დელეგაციას უმასპინძლა

„არაბ ქალთა საწარმოების ფონდის“ (AWEF) ინიციატივით, ბოლნისის მუნიციპალიტეტს იორდანიის დელეგაცია ეწვია. შეხვედრა “ქალთა ოთახში“ გაიმართა. სტუმრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა უმასპინძლა. დელეგაციის წევრებს დავით შერაზადიშვილმა დეტალურად გააცნო “ქალთა ოთახის” მუშაობის პრინციპები და ასევე, ის თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია სხვადასხვა სერვისს მოსახლეობისთვის.

იორდანიის „არაბ ქალთა საწარმოების ფონდი“ (AWEF) ძირითადად რძისა და ქარგვის სექტორებში ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობებისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე მუშაობს.

იორდანიაში ყველაზე მეტად რძის სექტორია გამორჩეული და ქალებს მთელი იორდანიის მასშტაბით ასაქმებს. ისინი ამუშავებენ რძეს და აწარმოებენ სხვადასხვა პროდუქტს, რაც წარმოადგენს ძირითად სფეროს, სადაც ღარიბი/არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ქალები მკაფიოდ არიან წარმოდგენილნი და საჭიროებენ გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები