ბოლნისში, საჯარო შეხვედრა თემაზე – “ევროინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაცია” გაიმართა

ბოლნისში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტეტის თანაორგანიზებით საჯარო შეხვედრა გაიმართა თემაზე: “ევროინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაცია”.

შეხვედრაზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ ევროინტეგრაციის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელზე, ევროკავშირთან უფრო ღრმა თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

საჯარო შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  მოხსენების შემდეგ თამარ ხულორდავამ საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები