ბოლნისის მუნიციპალიტეტმა “სათნოების სახლის” ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ააიპ “სათნოების სახლის” ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად სააღდგომო ნობათები გადასცა.
“სათნოების სახლის” 200 ოჯახს, მათ შორის შინმოვლის სერვისის 25 ბენეფიციარს, ნობათები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, პირადად გადასცა.და მოახლოებული დღესასწაული მიულოცა. 350 ბენეფიციარს ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველდღიურად ერთჯერადი საკვებით უმასპინძლდება.
,,უკვე რამდენიმე წელია მუნიციპალიტეტი, ტრადიციულად, სააღდგომო ნობათებს ურიგებს ბოლნისის სათნოების სახლის ბენეფიციარებს და წელსაც, ჩვენი გადაწყვეტილებით, წინასააღდგომოდ, 200 ოჯახს გადავეცით ნობათი . მინდა თითიოულ მათგანს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო. მართალია ეს არის მცირედი, თუმცა ჩვენ მუდვიმად ვზურნავთ შეჭირვებულ ოჯახებზე და წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვატარებთ მსგავს აქციებს. მოგეხსენებათ მუნიციპალიტეტი ყოფელდღიურად უზრუნველყოფს 350 ბენეფიციარს კვებით. მსგავს აქტივობებს რა თქმა უნდა მომავალშიც გავაგრძელებთ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები