გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა

გივი ჭიჭინაძე იმერეთის გუბერნატორის პოსტს აღარ იკავებს.

ინფორმაცია „კვირას“ იმერეთის გუბერნიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც გუბერნიაში განმარტავენ, გივი ჭიჭინაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 23 მარტს დატოვა. ამჟამად იმერეთის გუბერნატორის მოვალეობას გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებს, მას ამ დრომდე გივი ჭიჭინაძის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა.

შეგახსენებთ, რომ გივი ჭიჭინაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, 13 მარტს, „ქართული ოცნების“ ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.

ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 28 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები