უწერის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

0

უწერის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაო 3 400 კვ.მ ფართობზე ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ასფალტის ახალი საფარი დაიგო და ტროტუარები კეთილმოეწყო. გზის რეაბილიტაციის დასრულების პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.

„ავჭალაში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამჟამად, უწერის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. დაახლოებით, 3 400 კვ.მ-ზე ასფალტის საფარი დაიგო და მოეწყო ბორდიური. გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, კეთილმოწყობის სამუშაოებს რამდენიმე მისამართზე ახორციელებს“, – განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა.

საგზაო სამუშაოებს კომპანია „როუდ სოლუშენი“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი