ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ90-კმ98 დიზი-ლახამულას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად თავისუფალია.

შეზღუდვა რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის გადაადგილება აღდგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები