მარნეულში სკოლიდან მიმავალი ბავშვი მატარებელმა იმსხვერპლა

0

მარნეულში უბედური შემთხვევა მოხდა. 12 წლის მოზარდს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა გუშინ, დღის საათებში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ბიჭი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი