„ათონის დარბაზში“ კინორეჟისორ ელდარ შენგელაიასთან საჯარო შეხვედრა გაიმართება

0

17 ნოემბერს, 19:00 საათზე, „ათონის დარბაზში“ გაიმართება საჯარო შეხვედრა ცნობილ ქართველ კინორეჟისორ ელდარ შენგელაიასთან. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს საღამო  ხელოვანებთან და საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრათა ციკლის ფარგლებში ტარდება.
დამსწრეებს საშუალება ეძლევათ, სტუმარს დაუსვან შეკითხვები.
ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია დაიბადა 1933 წლის 26 მაისს, თბილისში. სადებიუტო ფილმი „თეთრი ქარავანი” მან გადაიღო თამაზ მელიავასთან ერთად 1963 წელს. შენგელაიას შემდეგი ნამუშევარი იყო დავით კლდიაშვილის მოთხრობის „მიქელას“ ეკრანიზაცია (1964 წ.) მოგვიანებით, 1977 წელს ის კვლავ დაუბრუნდა კლდიაშვილის შემოქმედებას და გადაიღო „სამანიშვილის დედინაცვლი“ (1977.) შენგელაიამ სახელი გაითქვა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით. მათ ერთობლივად შექმნეს კომედიური ფილმები – „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968 წ.) და „შერეკილები“ (1973 წ.). 20-წლიანი პაუზის შემდეგ, 2017 წელს გამოვიდა მისი ახალი ფილმი “სავარძელი”.
„ათონის დარბაზში“ შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია!

კომენტარები

კომენტარი