კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გიორგი (გოგი) ოჩიაურის გარდაცვალების გამო

0

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი მოქანდაკის, გიორგი (გოგი) ოჩიაურის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
გიორგი (გოგი) ოჩიაური 1927 წელს  დუშეთის რაიონის სოფელ შუაფხოში დაიბადა.
1953 წელს  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი დაამთავრა. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი; 1953 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. არის ავტორი ნამუშევრებისა: „ვაჟა-ფშაველა“ (1972), „ზღვა“, „შენ ხარ ვენახი“ (1964), „ქალის ტორსი“ (ადლერი, 1969), „სიცოცხლის ხე“ (ტექსელი, 1977), „რექვიემი“ (1981-1985); ალეგორიური ქანდაკებისა „მუსიკა“, „რესტავრაცია“ (მოსკოვი); არის დამდგმელი მხატვარი ფილმისა „ალავერდობა“; ავტორი სამენოვანი წიგნისა — „ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის“ (2002).
იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საპატიო დოქტორი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრი,
საქართველოს მხატვართა კავშირი, თავმჯდომარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, დეპუტატი (1991-1992), საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

2012 – ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის;
2005 – ღირსების ორდენი;
2001 – ჩარგლის საპატიო მოქალაქე;
1998 – “წლის საუკეთესო ადამიანი”(აშშ);
1988 – სსრკ სახელმწიფო პრემია;
1986 – ხალხთა მეგობრობის ორდენი;
1980 – საქართველოს სახალხო მხატვარი.
გარდაიცვალა 2017 წლის 18 ოქტომბერს, 90 წლის ასაკში. დარჩა მეუღლე და შვილები. მისი ძმა ირაკლი ოჩიაური აგრეთვე მოქანდაკე იყო.

კომენტარები

კომენტარი