თეა გოდოლაძე: დეველოპერები ხელს უწყობენ კატასტროფას

გაიარეთ თბილისში და ნახავთ რა რეგულაციებით ხდება მშენებლობა, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორმა თეა გოდოლაძემ განაცხადა.
გოდოლაძე აღნიშნავს, რომ სეისმოლოგიური უსაფრთხოების კუთხით, საჭიროა მშენებლებმა და დეველოპერებმა უსაფრთხოების ნორმები გაითვალისწინონ. სეისმოლოგი თვლის,რომ ამ კუთხით დედაქალაქში საგანგაშო მდგომარეობაა.
„დეველოპერები ხელს უწყობენ კატასტროფას. გეოტექნიკური სამუშაოების მართებულობიდან და ხარისხიდან იწყება მშენებლობის ხარისხი. მშენებლობის წარმოების დაწყებამდე არ ხდება არანაირი შემოწმება, ვიღებთ იმას, რომ ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ ლიცენზია წარმატებით აიღოთ და დაიწყოთ მშენებლობა. ის, რომ ვინმეს კორპუსის აშენება უნდა არ ნიშნავს, რომ ხალხს მოუწყონ სასაკლაო”, – განაცხადა თეა გოდოლაძემ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები