25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, საგადასახადო სამართალდარღვევის 756 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, საგადასახადო სამართალდარღვევის 756 ფაქტი გამოვლინდა.
როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ 2888 გადამხდელი შემოწმდა, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 100 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 93 ფაქტი და მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 563 შემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები