ქობულეთში 1500 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

 ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის გამო 1500 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს. ამასთან, როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, დღის განმავლობაში ჩახერგილი გზების გასაწმენდად 7 ერთეული მძიმე ტექნიკა იმუშავებს, ასევე მიმდინარეობს შუქი 1500 აბონენტს არ მიეწოდება.
ძლიერი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყერული პროცესები გააქტიურდა. დაზიანდა შიდა და ცენტრალური სასოფლო გზები სოფელ ქობულეთში, ზედა სამებაში, წყავროკაში, ზენითსა და კონდიდში.
გვიან ღამით საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ ჩამოწვა მეწყერი. 6 ოჯახის მდგომარეობა კრიტიკულია. ოჯახები ევაკუირებულია. მათ მდგომარეობას სტიქიის შემსწავლელი კომისია შეისწავლის. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები