სადახლოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

0

13 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქე, კ.ო-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 130.84 გრ.) აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10,375.33 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 10,375.33 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი