ბოლნისში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით იმ ოჯახებს, რომელთა ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა, ინფრასტრუქტურული პრობლემები უგვარდებათ.

როგორც „კვირას“ ბოლნისის მინიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დაზიანებული სახლების გადახურვა გრძელდება.
მუნიციპალიტეტმა დამატებით 15 საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბიტაციის სამუშაოების განსახირციელებლად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო პროცედურების დასრულებისთანავე სახურავების გადახურვის სამუშაოები დაიწყება.

სპეციალურად შექმნილმა კომისიამ განცხადებების საფუძველზე ადგილზე შეისწავლა მდგომარეობა და 87 ოჯახის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
წელს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება.
პროგრამა გრძელდება, და კომისიის მიერ შესწავლილ ოჯახებს ეტაპობრივად მოუგვარდებათ აღნიშნული პრობლემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები