ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში მთავარ ეჭვმიტანილად 17 წლის მუსა უკაბირი სახელდება

0

ბარსელონაში ტერაქტის განხორციელებაში მთავარ ეჭვმიტანილად 17 წლის მუსა უკაბირი სახელდება, რომელიც დაკავებული დრის უკაბარის ძმაა- ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია აქვეყნებს. ესპანური მედიის ინფორმაციით, მუსა უკაბირი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.
ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება შეიარაღებული იყოს.
სამართალდამცველები მისი ძებნის ოპერაციას ატარებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გუშინ ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი