საკრებულოში ღვაწლმოსილ ექიმებს საპატიო სიგელები გადაეცათ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით ღვაწლმოსილი ექიმების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა 71 ღვაწლმოსილ ექიმს საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებაზე დააჯილდოვეს ჩვენი კლინიკის ღვაწლმოსილი ექიმები ბატონი პალიკო კინტრაია ,მაგული ბაქრაძე და მზია ყარალაშვილი.
გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დიდი პატივისცემა მათ მიმართ და ვუსურვოთ ჯანმრთელობა, რათა კიდევ დიდხანს შეძლონ ადამიანების გაბედნიერება.
ასევე ვულოცავთ დაბადების დღეს ქალბატონ მაგული ბაქრაძეს, დიდხანს და ჯანმრთელად სიცოცხლეს ვუსურვებთ!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები