„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ კახეთის მაგისტრალური გაზსადენის „თელავი-ახმეტის“ ახალი მონაკვეთი ააშენა

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ კახეთის მაგისტრალური გაზსადენის “თელავი-ახმეტის” 27 კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა დაასრულა.
300 მმ დიამეტრის გაზსადენის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანია შპს „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენმა“ განახორციელა.
„თელავი-ახმეტის“ ახალი 27-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობით მაგისტრალური გაზსადენის კახეთის განშტოების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულდა. პროექტის შედეგად, გაზსადენის დაზიანებულ მონაკვეთზე 1976 წელს აშენებული 200 მმ დიამეტრის ამორტიზებული მილები ახალმა, 300 მმ დიამეტრის მილებმა ჩაანაცვლა. ახალი მილსადენით  კახეთის რეგიონის ბუნებრივი გაზით შეუფერხებლად მომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
მშენებლობის ღირებულება 2 493 483 ლარია (მილებისა და სხვა სამშენებლო მასალების ღირებულების გარეშე).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები