თეა წულუკიანი: ეს არის მთავრობა, რომელმაც ქვეყნაში მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყო

0

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებზე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ყოფილიყო. მისივე თქმით, ეს არის მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყნაში უზრუნველყო მშვიდობა და სტაბილურობა.
„მთავრობა, რომელიც ქვეყანას ჰყავს 2012 წლის 25 ოქტომბრიდან, არის ის მთავრობა, რომელმაც უპრეცედენტო ძალისხმევა განახორციელა იმისთვის, რომ პასუხისმგებლიანი მთავრობა ყოფილიყო, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ საერთაშორისო ძალისხმევა კიდევ უფრო გაეერთიანებინა და გაეძლიერებინა და მეორე მხრივ, ყოფილიყო მთელი მისი ქმედებები პასუხისმგებლიანი. ეს არის ის მთავრობა, რომელსაც არ დაუკარგავს დამატებით ტერიტორიები და ეს არის მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყნაში უზრუნველყო მშვიდობა და სტაბილურობა“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი