ფოთის სავაჭრო ცენტრის მოვაჭრემ თვითმკვლელობის მიზნით, ვენები გადაიჭრა

ფოთის სავაჭრო ცენტრის მოვაჭრემ, 40-მდე წლის ქალმა თვითმკვლელობა სცადა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მან ბასრი საგნით ვენები გადაიჭრა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც ბაზრის დირექტორი აცხადებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ხანძარი ფოთის ბაზრობაზე დღეს დილით გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. არსებული ინფორმაციით, დამწვარია 70-მდე ობიექტი.
ადგილზე განთავსებულია 50-მდე მაღაზია და 144-მდე დახლი. სულ ხანძრის ჩაქრობას 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა, მათ შორის, მეზობელი რაიონებიდან ჩამოსული სახანძრო ბრიგადები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები