ეკა ბესელია: როდესაც კონკურენტებს შორის ელისაშვილია, ზედმეტია დავსვათ კითხვა, არის თუ არა ჩვენი კანდიდატი საუკეთესო

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძის პერსპექტივების შესახებ საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, როდესაც კონკურენტებს შორის არის ისეთი კომიკური ფიგურა, როგორიცაა ელისაშვილი, რა თქმა უნდა, ასეთი კონკურენტების ფონზე, ზედმეტია დავსვათ კითხვა, არის თუ არა ჩვენი კანდიდატი საუკეთესო.
ბესელიას თქმით, კახა კალაძეს ყველა ის თვისება აქვს, რომელიც ასეთ გამორჩეულ და საპასუხისმგებლო პოზიციას ნამდვილად სჭირდება.
“რატომ მაინცა და მაინც კახი? – ამაზე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ. მას აქვს ბევრი გამოკვეთილი და გამორჩეული თვისება. დედაქალაქის მერს სჭირდება ბევრი კარგი თვისების ნაზავი, მათ შორის მაღალი პასუხისმგებლობა, ქალაქის კარგად ცოდნა, კარგი მეურნის თვისებები, კომუნიკაციისა და მენეჯმენტის უნარი, საკუთარ თავზე მუშაობა, პრობლემების გადაწყვეტის უნარი, თამამი და გაბედული ნაბიჯები, ხედვა, პროგრესის, უახლესი ტექნოლოგიებისა და სერვისის შეთავაზების უნარი და შესაძლებლობა. კახის აქვს ყველა ეს თვისება, რომელიც ასეთ გამორჩეულ და საპასუხისმგებლო პოზიციას ნამდვილად სჭირდება“, – აღნიშნა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები