„თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით ავიარეისები დღის განმავლობაში 2-ჯერ შესრულდება“
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნას გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, 7 ივლისიდან თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის ავიარეისები დაიწყება, რომელიც დღის განმავლობაში, 2-ჯერ – დილით და საღამოს შესრულდება.
„დილით და საღამოს იქნება შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ასევე, ტურისტები ბათუმში გაემგზავრონ და რეგიონიდანაც ჩამობრძანდნენ. აეროპორტების გაერთიანებამ შეისყიდა ეს მომსახურება. აქედან გამომდინარე, მგზავრობა იქნება საკმაოდ ხელმისაწვდომი. ერთი გზის ბილეთი 90 ლარი ეღირება. ოთხშაბათის გარდა, ყოველდღიურად, ორჯერადი რეისი იქნება. ეს სერვისი ამ ფორმატში გაგრძელდება არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.