ელიავას ბაზრობის მოვაჭრეების ძირითად ნაწილს საქონელი დაზღვეული ჰქონდა

“ელიავას ბაზრობის მოვაჭრეების ძირითად ნაწილს საქონელი დაზღვეული ჰქონდა”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ელიავას ბაზრობის პირველი სექტორის დირექტორმა, გოჩა ხეცურიანმა განუცხადა.
მისი თქმით, რაც შეეხება იმ დაზარალებულებს, ვისაც საკუთარი საქონელი დაზღვეული არ ჰქონდა, მათ სამართლებრივი ფორმით, ზარალი აუნაზღაურდებათ.
“პოლიციაში დავიკითხე. საბოლოოდ, ექსპერტიზა დაადგენს რა მოხდა და არ არის ისეთი რთული შენობა, რომ ვერ დაადგინონ. კომპენსაციებს რაც შეეხება, დასკვნიდან გამომდინარე გადავწყვეტთ. მოვაჭრეების ძირითად ნაწილს დაზღვევა ჰქონდა, ვისაც არ ჰქონდა, რაიმე სამართლებრივი გზა გამოიძებნება”, – განაცხადა ხეცურიანმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობაზე მომხდარ ხანძარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. საქმეს ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინიტროს პოლიციის დეტექტივების სამმართველო იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები