ზურაბ პატარაძე ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სსიპ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის” წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც “კვირას” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, მას ,,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, აჭარის სამმართველოს უფროსი გიორგი ქაშიბაძე, ბათუმის მერი და ჯანდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, სამსახურში არსებული მიმდინარე პროექტები განიხილეს, ისაუბრეს ,,ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა“ და აჭარის რეგიონის ხელმძღვანელობას შორის არსებულ და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის, ასევე, აჭარაში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ.
,,აჭარაში ვეტერანებისთვის ბევრი დადებითი პროექტი ხორციელდება. ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებული პროგრამით, ადგილობრივი ვეტერანები გაზით და შუქით უფასოდ სარგებლობენ“, – აღნიშნა ვლადიმერ იმნაძემ.
როგორც ,,კვირას“ „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან” აცნობეს, საუბარი შეეხო ზემო აჭარაში ვეტერანთა პროგრამების შესახებ ინფორმაციის წვდომის გაზრდის და ამ მიმართულებით დამატებითი ადამიანური რესურსების მობილიზების საკითხს.
შეხვედრის მიზანი აჭარის რეგიონში მცხოვრები ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობების განხილვა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები